8 ნოემბერს, კლასიკიური და ჯაზ მუსიკის მოყვარულები, კეიკო მაცუის კონცერტზე შეიკრიბნენ. საღამო თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. კონცერტი „სოლოს“ და „ალექს პრომოუშენის“ ორგანიზებით ჩატარდა. კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ: ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და, სპეციალური მოწვევით, უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი, კამოლოდინ ურინბაევის დირიჟორობით.