კავკასუს ონლაინისა და Fox-ის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, 3 მარტს საქართველოში სერიალის The Walking Dead პერსონაჟი ზომბი ჩამოვა. მისთვის უკვე შედგენილია სპეციალური პროგრამა: ზომბი დაათვალიერებს თბილისის ღირსშენანიშნეობებს და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში ჩაერთვება. დააგემოვნებს ქართულ კერძებს და ჩაატარებს მასტერკლასს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.
შაბათს, 5 მარტს ზომბი გუდაურს ესტუმრება, ისრიალებს და დაესწრება ქართული ჯგუფის LOUD Speakers-ის კონცერტს. პარალელურად დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადსხვა თემატური აქტივობა.
ზომბის ჩამოსვლა საქართველოში ერთის მხრივ კავკასუს ონლაინის კამპანიის „უფრო ახლოს“ გაგრძელებაა, ხოლო მეორეს მხრივ ტელეკომპანია Fox-ის ეთერში სერიალის The Walking Dead ახალი სეზონის დაწყებას უკავშირდება.