Katy Perry სამყაროს გადასარჩენად გაშიშვლდება…

0
3385

ქეითი ფერიმ გადაწყვიტა, თავის ბოიფრენდს, ორლანდო ბლუმს მიბაძოს და თავადაც გაშიშვლდეს. მომღერალი სწორედ ასეთი უცნაური ხერხით აპირებს, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის აშკარა მხარდამჭერმა ქეითი ფერიმ განაცხადა, რომ თუ არჩევნებში მისი რჩეული გაიმარჯვებს, ის მზად არის თავისი შიშველი ვიდეო გამოაქვეყნოს.

მოკლე ვიდეორგოლის თიზერმა, რომელშიც შემსრულებელი, საარჩევნო ურნებთან, სრულიად შიშველი მიდის, მისი თაყვანისმცემლები უკვე დააინტრიგა. ალბათ არ იქნება გასაკვირი, თუ სწორედ ეს ცბიერი სვლა გახდება მიზეზი იმისა, რომ ქეითი ფერის მსმენელთა დიდმა რაოდენობამ, ხმის მიცემისას საკუთარი არჩევანი, სწორედ ჰილარი კლინტონზე შეაჩეროს.

“მე საკუთარ სხეულს გამოვიყენებ, როგორც სატყუარას, იმისათვის, რომ სამყარო უკეთესობისკენ შევცვალო“ – განაცხადა ფერიმ.

მომღერალმა არაერთხელ აღნიშნა, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის საარჩევნო პროგრამას უჭერს მხარს, რადგანაც ბოლომდე ეთანხმება მის ხედვებს, ნაციონალური უსაფრთხოების, პოლიციის რეფორმის და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here