Katherine Heigl-ის ახალ თრილერში იღებენ

0
112

“Unforgettable” – ეს Denise Di Novi-ს ახალი თრილერის სახელწოდება გახლავთ, რომელიც კინოგაქირავებაში 2016 წელს ჩაეშვება. ფილმში მთავარ როლებს Katherine Heigl-ი, Rosario Dawson-ი და Isabella Kai Rice ასრულებენ.

სურათზე მუშაობა ცოტა ხნის წინ დაიწყო. ამჟამად გადაღებები ლოს ანჯელესში მიმდინარეობს. სადაც ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა Heigl-ი და Dawson-ი დააფიქსირეს. Music Box-ი კი წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ფოტოებს გადასაღები მოედნიდან.

ჯერჯერობით უცნობია ვინ ითამაშებს სამ უმშვენიერეს ქალბატონთან ერთად ნამუშევარში. თუმცა გეტყვით, რომ ფილმი ქალის შესახებ გვიამბობს, რომელიც ცდილობს თავისი ყოფილი ქმრის ახალ ცოლს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციოს…