„კარგად არის“ – სალომე ბაკურაძე ავადმყოფობის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა

0
587

მცირე ხნის წინ სალომე ბაკურაძეს დაუდასტურდა დიაგნოზი, რომლის გამოც საწოლიდან ადგომაც კი უჭირდა. ექიმის ჩართულობისა და სწორი მკურნალობის შემუშავებამდე რამდენიმე დღე მომღერალმა და მისმა ოჯახმა მძიმე დღეები გამოიარეს.

სალომე fortuna.ge-სთან საუბრისას აღნიშნავდა:

„დადგინდა ვესტიბულარული აპარატის ნერვის ანთება. იგივე პრობლემა ჰქონდა, როგორც ვიცი, კახი კალაძეს, მხოლოდ უფრო მეტად რთულ ფორმაში. ექიმმა მითხრა, რომ ამ დაავადებას როგორც შეუძლია მარტივად „დაგაგდოს“, ისევე სწრაფად შეიძლება გამოჯანმრთელება. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. დამინიშნეს როგორც მედიკამენტოზური მკურნალობა ჰორმონებით, ტვინის მკვებავებით, ასევე ვარჯიშები, რომელსაც სახლში ვაკეთებ. კონკრეტული მეთოდით მკურნალობენ. ორი-სამი დღე საკმაოდ მძიმე იყო, კოშმარული დღეები გამოვიარე…“

ახლახან მისმა მეუღლემ, ლაშა ბასლანძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სალომე მშვენივრად გამოიყურება, მას ფოტოზე მეუღლე კოცნის. ლაშა წერს: „კარგად არის“ და მილოცვებსაც იღებს მეორე ნახევრის გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here