“ბოტიჩელი – სილამაზე, კარავაჯო – სინათლე” – ამ სლოგანით მასპინძლობს ეროვნული გალერეა ორი უნივერსალური იტალიური გამოფენა თბილისში. “ვენერა” რენესანსის ეპოქის ნეოპლატონური ფილოსოფიის თანახმად, სიყვარულის ორი ასპექტის – გრძნობისმიერისა და ღვთაებრივის განსახიერებაა. რენესანსის პერიოდის ქალის სილამაზის სიმბოლოდ აღიარებული ვენერა საქართველოში გაძლიერებული დაცვის თანხლებით ჩამოაბრძანეს… გრძელი, ოქროსფერი თმა და ულამაზესი თვალები. მას თითქმის ყველა ფლორენციელი მამაკაცი ეტრფოდა. ის მხოლოდ ბოტიჩელის მუზა არ ყოფილა. სხვა მხატვრებიც უძღვნიდნენ ნახატებს, პოემებსა და ლექსებს. ახლა მისი სილამაზის სანახავად ქართველმა დამთავლიერებელმაც მოიყარა თავი. უნიკალური ექსპოზიციის გახსნას ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები, მათ შორის პრემიერი, დაესწრნენ.