კარა დელევინი ენი კლარკზე ქორწინდება

0
51

კარა დელევინი სულ მალე გათხოვილი ქალი იქნება – 23 წლის მოდელის რჩეული 33 წლის მომღერალი, ენი კლარკია, St. Vincent. წყვილი უკვე 1 წელია ხვდება და ურთიერთობას არც მალავს. ქალბატონები ერთად ცოტა ხნის წინ შანელის ჩვენებაზე, პარიზში გამოჩნდნენ, დაკვირვებულმა ფოტოგრაფებმა კი უკვე შეამჩნიეს ორივე მათგანის არათითზე მსგავსი მასიური ბეჭდები.

ამ ყველაფერს ის ფაქტიც ემატება, რომ ენიმ სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ ფოტო განათავსა წარწერით – თანახმაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ წყვილი სულ მალე ოფიციალური მეუღლეების სტატუსს მიიღებენ.

მოდელმა ბოლოდროინდელ ინტერვიუში თამამად აღიარა, რომ ყურებამდე შეყვარებულია. პირველად ქალი 20 წლის ასაკში შემიყვარდა და ეს ნამდვილად რთული გამოცდილება იყო – ამბობს კარა, თუმცა, მისი ამჟამინდელი რომანი რთულისგან და მძიმესგან ნამდვილად შორს დგას – კარა სექსუალურ ორიენტქციას არ მალავს, საყვარელ ქალთან ერთად ჩვენებებზე, წითელ ხალიჩაზე, თუ უბრალოდ ხმაურიან თავშეყრის ადგილებში თამამად ჩნდებადა სულ მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებულ კანონსაც გამოიყენებს – რამდენიმე თვის წინ ხომ ყველა შტატში ჰომოსექსუალთა ქორწინება დაუშვეს.