თუ საირმე აქამდე მხოლოდ სამკურნალო, ბალნეოლოგიურ კურორტთან ასოცირდებოდა, ახლა დამსვენებელს ოთხივე სეზონზე გიმასპინძლებთ. გარდა სამედიცინო სტატუსისა, აქ სხვადასხვა გასართობი აქტივობებით დაკავების შესაძლებლობაც არის. მათ შორის 800 მეტრიანი ზიპლაინი, რომელიც ადრენალინის მოყვარულებისთვის შთამბეჭდავი ლოკაციაა. ტური საირმიდან აბასთუმნისკენ გაგრძელდა. აბასთუმანში ჩასულებს კი თვალში უძველესი შენობები მოგხვდებათ, რომელიც დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. შენობების რესტავრაცია უკვე დაწყებულია. აბასთუმნის დათვალიერების შემდეგ მედიატური ვარძიიდან 3 კილომეტრში გაგრძელდა, სადაც ვანის ქვაბები მდებარობს. ეს გამოქვაბულების კომპლექსია, რომელიც 8-16 საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ნიმუშს წარმოადგენს. სამონასტრო კომპლექსი 16 სართულს აერთიანებს, სადაც 200 მდე გამოქვაბული და 6 ეკლესიაა.