ქალაქ რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართა. კონცერტში თბილისის “საქართველოს სინფონიეტასთან” ერთად, რუსთავის კამერული გუნდი მონაწილეობდა. ეს გახლდათ პირველი ერთობლივი პროექტი, სადაც ორკესტრს დირიჟორები, მამუკა გულაღაშვილი და მედეა ქავთარაძე ხელმძღვანელობდნენ. ასევე, მათთან ერთად გერმანელი დირიჟორი, კორნელია ფონ კესენბროკი ვიხილეთ, რომელმაც პირველ განყოფილებაში ანტონიო ვივალდის “მაგნიფიკანტი” შემოგვთავაზა.