3.8 C
Tbilisi
Saturday, November 12, 2022

კამერონ დიასი ქუჩაში წაიქცა

ლოს ანჯელესი და წვიმა ისე შორს დგას ერთმანეთისგან, როგორც ჰოლივუდი და ბოლივუდი, თუმცა, ზოგჯერ სასწაულებიც ხდება და მუდამ მზიანი ქალაქი შავი ღრუბლის ქვეშ ექცევა – ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა და უჩვეულო მოვლენას კინაღამ კამერონ დიასის ჯანმრთელობა შეეწირა.

მსახიობი მეუღლესთან, ბენჯი მედენთან და მეგობარ ქალთან ერთად რესტორნიდან გამოდიოდა, მანქანაში ჩაჯდომამდე ტროტუარზე ფეხი აუსრიალდა და ძირს დაეცა, საბედნიეროდ იქვე აღმოჩნდა მისი გმირი მეუღლე, რომელმაც ცოლს ხელი შეაშველა და წამოდგომაში დაემხარა, შემდეგ კი უკვე მანქანაშიც ჩასვა. კამერონს საკმაოც გაღიზიანებული და დაბნეული სახე ჰქონდა – ხომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი პაპარაცების გარეშე მომხდარიყო? თუმცა, არა, არ შეიძლება, როდესაც ჰოლივუდელი ვარსკვლავი ხარ.

კამერონმა სახლში მისვლისას თავი ალბათ იმითი დაიმშივდა, რომ რამდენიმე დღით ადრე ვიქტორია ბექჰემი საკუთარი ბუტიკის გახსნაზე სასწაულად მთვრალ მდგომარეობაში მეუღლის ხელზე დაყრდნობილი გაემართა მანქანისკენ, ჟურნალისტებმა კი მშვენივრად დააფიქსირეს, რომ მისი შავი შარვალი მაინცდამაინც სუფთა და მშრალი არ გახლდათ – ჩვენ არაფერს გეტყვით, დაე თქვენ ფანტაზიას დიდი გასაქანი მიეცეს, თუმცა, ვიკის შემთხვევა კამერონისაზე ბევრად მძიმე და უხერხულია, ასე რომ, 43 წლის ვარსკვლავს შეუძლია პატარა ინციდენტი სამუდამოდ დაივიწყოს.

Latest Posts

ბოლო სიახლეები