კალათბურთის ნაკრების ერთადერთი უცოლო წევრი, ვიქტორ სანიკიძე შეყვარებულია

კალათბურთის ნაკრების ერთადერთი უცოლო წევრი, ვიქტორ სანიკიძე შეყვარებულია. მან ინსტაგრამზე გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც გულებით დაასათაურა. ვიკას მეგობრები არჩევანს უწონებენ. “ხელებიც ამიწევია, საუკეთესო არჩევანია”; “უმაგრესი გოგოა, თანაც მხატვარი” – წერენ კომენტარებში.

ვიკა სანიკიძის სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ, პერიოდულად სხვადასხვა სახის ინფორმაციები ვრცელდებოდა, ჯერ ქრისტინე იმედაძესთან დააწყვილეს, შემდეგ სოფო ნიჟარაძესთან, მაგრამ არცერთი ჭორი არ გამართლდა.

Scroll to Top