კალათბურთელი გიორგი ცინცაძე ცოლს გაშორდა და ცნობილ ვიზაჟისტზეა შეყვარებული

0
1375

ცნობილი ქართველი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე შეყვარებულია. მისი რჩეული ცნობილი ვიზაჟისტი მარი გოშხეთელიანია. მარი დიდი ხანია, ნანუკა ჟორჟოლიანთან მუშაობს და მისი ახლო მეგობარიცაა, გარდა პროფესიონალური გადაკვეთისა ცნობილ ტელეწამყვანთან.

გიორგიმ და მარიმ „მთავარ არხთან“ ისაუბრეს თავიანთი სიყვარულის ამბის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ გიორგის ოჯახი ჰყავდა, მისი მეუღლე ნანა ცინცაძე გახლდათ, რომელთანაც 2007 წლიდან აკავშირებდა ურთიერთობა, შემდეგ კი ქორწინება.

გიორგი:

მარი რომ გავიცანი სულ პირველად, ლიტვაში ევროპის ჩემპიონატზე ჩამოვიდნენ ჩემპიონატზე…

მარი:

მაშინ ოჯახი ჰყავდა და არაფერი ყოფილა, უბრალოდ, გავიცანით ერთმანეთი. შემდეგ სამი წლის წინ შევხვდით ერთმანეთს…

გიორგი:

დაბადების დღე მქონდა, ცოტა ხნით მოვიდა და წავიდა. ეტაპობრივად მალე გადავიდა ყველაფერი ისე, რომ არც დაგვჭირვებია სიყვარულის ახსნა. რომანტიკით დიდად არ გამოვირჩევით, მაგრამ ჩვენ შორის რომანტიკული უფრო მარია. რაც შეეხება სიურპრიზებს, მე უცხოეთში ვთამაშობდი და ჩამოვიდა. ვიფიქრე, საჩუქარს ვუყიდდი, წავედი და ორივესთვის ერთნაირი პარფიუმები ვიყიდე. რომ მივეცი, რა კარგია, ამას დედაჩემს მივცემო (იცინიან).

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here