კახი მამულაშვილი: “გააგრძელეთ რეგულაციების დადგენა შოუბიზნესის წარმომადგენლების გარეშე და კაი შედეგებამდე მიხვალთ”

0
591

ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში რეპეტიციიდან ვიდეოებს აქვეყნებს.

ერთ-ერთი ვიდეოს წინ ის საუბრობს იმის შესახებ, როგორ ცუდად არის საკუთარი საქმის გარეშე, ისევე, როგორც ის მუსიკოსები, ვინც მასთან ერთად მუშაობს.

ამ თემაზე ასევე წერს მისი მეუღლეც, პროდიუსერი კახი მამულაშვილი, რომელიც აღნიშნავს:

“ასე გააგრძელეთ ამ რეგულაციების დადგენა, შოუბიზნესის წარმომადგენლების გარეშე და კაი შედეგებამდე მიხვალთ. ან კონცერტზე არ ხართ ნამყოფი, ან დავიჯერო, რეპეტიციაზე არ შეგიხედიათ? თქვით, რომ გაურკვეველი ვადით აღარ ჩატარდება კულტურული ღონისძიებები, აღარ გაიხსნებაა კლუბი, თეატრი , რას გვაწვალებთ…”

კახი ასე გამოეხმაურა მკაცრ რეგულაციებს, რომლებიც ხელოვნების სფეროსთან დაკავშირებითაა დადგენილი.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here