კახი კალაძისა და ანუკი არეშიძის მეოთხე ვაჟი, ნიკოლასი, ახალი საბავშვო ბრენდის სახეა. ხაზი ბავშვებისთვის, რასაკვირველია, ანუკიმ დააარსა.
„ნიკოლას – ახალი ქართული საბავშვო ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი.
ხელმისაწვდომი იქნება 1-ელ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს!
პირველ ეტაპზე, პროდუქცია გაიყიდება მხოლოდ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში, ფიზიკური მაღაზია მოგვიანებით გაიხსნება“, აღნიშნულია ბრენდის განცხადებაში, რომელიც ახლახან გავრცელდა სოციალური ქსელის საშუალებით.