კახი კალაძე ამჟამად კლინიკაშია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს. მას ორი სავარაუდო დიაგნოზიდან მხოლოდ ერთი დაუდასტურდა და როგორც ექიმები ამბობენ, მკურნალობა კარგი დინამიკით მიმდინარეობს.
მეუღლის გვერდითაა ანუკი არეშიძე, რომელიც საზოგადოებას სოციალური ქსელების საშუალებით სიახლეებს აცნობს ხოლმე.
ახლახან მან გამოაქვეყნა უმცროსი ვაჟის, ნიკოლასის ფოტო, რომელიც მამის სანახავად კლინიკაში მივიდა – „უყურეთ, ვინ მოვიდა აქ თავისი მამიკოს სანახავად“, აღნიშნავს ფოტოს მინაწერში დიზაინერი და თბილისის მერის მეუღლე.