„კახაბერი და ხანუმების“ კიდევ ერთი ახალი კლიპი გამოვიდა დეკემბერში. სიმღერის სახელწოდებაა „აი ლოლო“ (Ay Lolo).
პროექტის მუსიკალური პროდიუსერი კახაბერია. რეჟისორი ალი-სატარ გულიევი გახლავთ. კლიპში რამდენიმე დიზაინერის ნამუშევარია გამოყენებული, მათ შორისაა: ავთანდილი, DAVID’s ROAD, SIDONIA NUN, Kakadu Macharashvili. კლიპის კოპროდიუსერია ჰაჯი ჰაჯიევი.
„კახაბერი და ხანუმები“ ელექტრონულ მუსიკისა და სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული ნამუშევრების სინთეზზეა დაფუძნებული.
ვიდეოში ქორეოგრაფია თეა დარჩიას ეკუთვნის. „სუხიშვილების“ ცნობილი სოლისტი თავადაც ცეკვავს კლიპში.