12.8 C
Tbilisi
Friday, November 11, 2022

“კახაბერი და ხანუმები“ კიევში კონცერტს გამართავენ (ვიდეო)

კახაბერ ცისკარიძის საპროდიუსერო პროექტი “კახაბერი და ხანუმები“ 25 მარტს კიეველი მაყურებლის წინაშე წარდგება. ჯგუფი ექსკლუზიურ პროგრამას წარადგენს კლუბში “ატლასი“.

მცირე ხნის წინ თავად კახაბერ ცისკარიძემ გააზიარა ვიდეო, რომელიც სპეციალურად უკრაინაში კონცერტისთვის გადაიღო, სადაც კახა ქართულად, ხოლო ხანუმები – უკრაინულად იმეორებენ სარეკლამო ტექსტს.

“კახაბერი და ხანუმები“ რამდენიმე წელია არსებობს. მათ ჯერჯერობით ერთი ალბომი აქვთ გამოცემული.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/kahaberi.khanums/videos/989073411168039/” width=”580″ height=”580″ onlyvideo=”1″]

Latest Posts

ბოლო სიახლეები