კახაბერ აბაშიძე Walt Disney-ს გენერალურ მენეჯერად დაინიშნა თურქეთში, ისრაელსა და საბერძნეთში

0
652

კახაბერ აბაშიძე Walt Disney-ს გენერალურ მენეჯერად დაინიშნა თურქეთში, ისრაელსა და საბერძნეთში და ის ამიერიდან ცნობილ კომპანიას წარმოადგენს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ამის შესახებ იუწყება კომპანიის ოფიციალური საიტი და ქართველის ფოტოსაც აქვეყნებს, მის ბიოგრაფიასთან ერთად, რომელიც მისი  Walt Disney -ში მუშაობის გამოცდილებას ეხება.

როგორც საიტზე წერია, მანამდე ამავე კომპანიაში კახაბერ აბაშიძე ვიცეპრეზიდენტად მუშაობდა და დისტრიბუციის მიმართულებას აკონტროლებდა. ის ამ გუნდს 2008 წლიდან შეუერთდა.

კახაბერ აბაშიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, ისევე, როგორც ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ის ასევე არის ლონდონის საერთაშორისო მენეჯმენტის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულიც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here