კახა მამულაშვილი: „უნდა დამთავრდეს იმის გარჩევა, ვინ მონაწილეობს საახალწლო კონცერტში და ვინ – არა“

0
1371

კახა მამულაშვილი ცენტრალური საახალწლო კონცერტის შესახებ წერს და გამოთქვამს აზრს, რომ მომღერლის კარიერისთვის არ არის მნიშვნელოვანი, მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას 31 დეკემბრის ღონისძიებაში, შესაბამისად, ზედმეტი საუბარი და სტატიები ამ თემაზე უნდა დასრულდეს:

„მეგობრებო, მე მგონი, უნდა დამთავრდეს უკვე ამ ახალ წელს, ვინ მღერის და ვინ არა, ეს გარჩევები და სტატიები. ახალი წლის კონცერტზე რომელიმე პოპულარული მომღერლის გამოსვლა-არგამოსვლით, არაფერი იცვლება მის კარიერაში. თუ ადამიანი წარმატებულია და არ იწვევენ, ამით მხოლოდ ორგანიზატორები ზარალდებიან, დამიჯერეთ. წარმატებები ყველა მომღერალს და კონცერტების ორგანიზატორებს. ესააა ჩემი ბოლო კომენტარი…“

შეგახსენებთ, დღეს ერთ-ერთმა მედიასაშიალებამ დაწერა, რატომ არ მონაწილეობენ საახალწლო გალაკონცერტში ლელა წურწუმია და სოფო ნიჟარაძე. შეთავაზება ორივეს ჰქონდა, თუმცა სოფომ მიზეზად მოუცლელობა დაასახელა, ხოლო კახა მამულაშვილმა მერიასთან პირობებზე ვერ მოილაპარაკა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here