პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა, მეუღლის, ლელა წურწუმიას რჩევით, თმის გადანერგვა გადაწყვიტა. მან სოციალურ ქსელში წინასაოპერაციოდ თავგადაპარსული ფოტო გამოაქვეყნა და ბევრი კომპლიმენტიც მიიღო. ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ქალებს გადაპარსული თავით ძალიან მოეწონათ.
„ცხოვრებაში პირველად გადავიპარსე თავი. აკვანში გაზრდილი ვარ და მეგონა, რომ თავის ფორმა სხვანაირი მქონდა, ამის გამო არასდროს ვიპარსავდი. წინასაოპერაციოდ თავი რომ გადამპარსეს და ეს ფოტო „ფეისბუქზე“ დავდე, მანდილოსნებისგან ძალიან დიდი მოწონება წამოვიდა. ერთი პერიოდი ვიფიქრე, უარი ხომ არ მეთქვა გადანერგვაზე და ასე თმაგადაპარსული დავრჩენილიყავი, მაგრამ კლინიკიდან აღარ გამომიშვეს.
ლელას რეაქცია როგორი იყო, როდესაც თავგადაპარსული გნახათ?
რა კარგი თავი გქონია, აქამდე სად იყავიო.
როდის მიიღებთ ქოჩორს?
6 თვეში ამოდისო თმა. რადგან გადაპარსული თავი მომიხდა, ვაპირებ, მანამდე ასე ვიარო.