კახა კუხიანიძე ახალ კლიპს იღებს

0
2605

კახა კუხიანიძე მალე თაყვანისმცემლებს ახალ სიმღერაზე გადაღებულ ვიდეორგოლს შესთავაზებს. მასთან ერთად კლიპზე იმ გუნდმა იმუშავა, რომელმაც „ამ გულს“ გადაიღო.

კახა კუხიანიძე:

სიმღერა ეკუთვნის მაიკო კაჭკაჭიშვილს, ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის, ტექსტი თემო საჯაიას. არანჟირებაში მხოლოდ კლავიშია, პაატა ანდრიაძე უკრავს. რაც შეეხება კლიპს, ის ეკუთვნის მათ, ანუ ჩემს მეგობრებს, ვინც გადაიღო ვიდეორგოლი სიმღერაზე „ამ გულს“. ამ ადამიანებს არ ვუღალატე, ჩვენი სტუდიის თანამშრომლებს და ისევ მივმართე – დიდი მადლობა მარიკა ქურდუბაძეს, რამაზ გუნავას და გეგი თევზაძეს, მათ ენერგია არ დაიშურეს, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს. მადლობა მიშო სულუხიას ტექნიკისთვის.

სიმღერის სახელწოდებაა „შენამდე“. ლირიკული სიმღერაა და ვფიქრობ, ჩემს მსმენელს მოეწონება ის და შეიყვარებს.

კლიპი გადავიღეთ ქარის ელექტროსადგურზე, რომელიც გორის ავტობანზეა. ისეთი ადგილი, რომელიც არავის გამოუყენებია. საქართველოში რთულია ისეთი ადგილის პოვნა, სადაც არავის არაფერი გადაუღია. ადრე ვნახე და მინდოდა კლიპის გადაღება. ძალიან ლამაზი კადრებია და ვფიქრობ, კლიპიც ლამაზი გამოვა.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here