კაილი მინოუგს 20 წლით უმცროსი საყვარელი ჰყავს

0
75

კაილი მინოუგის ცხოვრებაში სიმპათიური, ახალგაზრდა და პერსპექტიული მამაკაცი გამოჩნდა – მისი სახელია ჯოშუა სასი – წყვილმა ერთმანეთი სერიალის გადასაღებ მოედანზე გაიცნო, ფილმში ორივე მათგანი ზღაპრულ პერსონაჟებს განასახიერებს. ჯოშუამ და კაილიმ რომანი ერთი თვის წინ დაიწყეს – ისინი პაპარაცებმა კაილის ლონდონურ აპარტამენტებთან გაოიჭირეს – ჯოშუა პოპმომღერალს ჰკოცნიდა.

ამჯერად კი წყვილი საზოგაოდებრივი თავშეყრის ადგილებში ერთად უკვე ოფიციალურად გამოჩნდა – ისინი ლონდონში მუსიკალურ თეატრში ერთად დაესწრნენ წარმოდგენას და იქაურობაც ხელიხელჩაკიდებულებმა დატოვეს, ერთობლივი სურათი თავად კაილის ოფიციალურ ინსტაგრამზე გამოჩნდა. ჯოშუა რჩეულ ქალბატონზე ზუსტად 20 წლით უმცროსია, თუმცა, მათ შორის ასაკობრივი სხვაობა დიდად შესამჩნევი სულაც არ გახლავთ – კაილი ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება, სასს კი აშკარად მოსწონს, როდესაც ასაკს იმატებს – ის გრძელ წვერ-ულვაშს ატარებს, პრემიერაზეც ვინტაჟური კოსტიუმი ეცვა და თავისსა და საყვარელ ქალს შორის ასაკობრივ სხვაობას ასე ფარავდა.

კაილი მინოუგი 47 წლისაა – ის კარგა ხნის წინ დაშორდა თავის ბოლო სერიოზულ გატაცებას, ანდრეს ველენკოსოს, მოდელი შემსრულებელზე 10 წლით უმცროსი გახლდათ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავი აპირებს ბავშვი აიყვანოს და დედობის ტვირთი მარტომ ზიდოს, თუმცა მომღერალი გამოტყდა, რომ იდეალური პარტნიორის პოვნის იმედი არ დაუკარგავს და სჯერა იპოვის ადამიანს, ვისთანაც მყუდრო ბუდეს შექმნის – რამდენად ეღირსება პოპსტარის ქმრობას ახალგაზრდა ჯოშუა სასი – ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს.