ნუცა ბუზალაძემ მცირე ხნის წინ „ბრავო რეკორდსის“ დახმარებით ახალი ალბომი გამოსცა, ერთ-ერთ სიმღერაზე კი, რომელიც რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის, კლიპი გადაიღო.
ვიდეორგოლის პრეზენტაციიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მომღერალმა იმ კადრების გამომზაურება გადაწყვიტა, სადაც ჩანს, როგორ იღებდა რეჟისორი ზაზა ორაშვილი საკუთარ გუნდთან ერთად ნუცას კლიპს.
როგორც ნუცა აღნიშნავს, თავიდანვე უნდოდა, რომ მისი კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილი ყოფილიყო, რადგან მას გამორჩეულად ენდობა.