კაბუს ინტერვიუ, რომელიც დაჭერამდე მისცა – „წელიწადნახევარი ვიწვალე, მკურნალობა დავასრულე…“

0
2552

ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში რეპერ კაბუსთან (კახა აბუაშვილი) ინტერვიუ გამოქვეყნდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ცნობილი მსახიობი და რეპერი სპეცოპერაციის დროს კანონიერ ქურდებთან ერთად დააკავეს და სხვა ქართველებთან ერთად კრიმინალური ჯგუფის წევრობას ედავებიან. კაბუ ადრეც იყო დაკავებული ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, შემდეგ კი საფრანგეთში ნარკოდამოკიდებულების დასაძლევად გაემგზავრა.

დღევანდელ „სარკესთან“ მან სწორედ წელიწადნახევრიან მკურნალობის კურსზე ისაუბრა. მან აღნიშნა: „მკურნალობის კურსი დავასრულე, ფხიზელი ვარ და მალე საქართველოშიც ჩამოვალ… ძალიან რთული იყო, წელიწადნახევარი ვიწვალე, მაგრამ მოვახერხე და დავძლიე ის საშინელი სენი. მორჩენილი ვარ, ჯანმრთელად ვარ და ამ თემაზე საუბარი აღარ მსურს“.

ჟურნალთან ინტერვიუში კაბუმ ასევე დასძინა, რომ მალე საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here