Joss Stone-ის დუეტი სალიოსთან

0
2881

პოპულარულმა ბრიტანელმა შემსრულებელმა ჯოს სტოუნმა წლევანდელი ბათუმის ჯაზფესტივალი დახურა ბრწყინვალე კონცერტით, სადაც ყველა ჰიტი შეასრულა საკუთარი რეპერტუარიდან.

ჯოსს ახლა ტურნე აქვს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩადის. ტურნეს ფარგლებში, ზოგიერთ ქალაქში ის ადგილობრივ არტისტებთან თანამშრომლობს და მათთან დუეტებს წერს.

ქართველი მომღერლებიდან მან სალომე კორკოტაშვილი შეარჩია და მასთან და ორ ქართველ მუსიკოსთან ერთად გონიოს ციხეში სალიოს კომპოზიცია შეასრულა.

სალომე ფოტოს აქვეყნებს და წერს:

“როგორ მიხარია, რომ ასეთი ჯადოსნური მეგობრები მყავს ✨✨✨✨ინგლისელ სუპერვარსკვლავთან ერთად გადავიღეთ ვიდეო 🌟”

მუსიკოსები, რომლებიც ჯოსსა და სალომეს გვერდა უმშვენებენ, კოკა მამალაძე, ბექა ჯანუაშვილი და ირაკლი მენაღარიშვილი არიან. ვიდეო მალე გამოჩნდება ჯოს სტოუნის “ფეისბუქის” გვერდზე.

შეგახსენებთ, ჯოს სტოუნს ამ დრომდე 14 მილიონი ალბომი აქვა გაყიდული და ერთ-ერთ ყველაზე კომერციულ შემსრულებლად მიიჩნევა. ის “გრემის” და სხვა პრესტიჟული ჯილდოების მფლობელია.

ნინო მურღულია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here