ჯორკ კლუნმა და ამალ ალამუდინმა ქორწინების იუბილე აღნიშნეს

0
68

ჯორკ კლუნი და ამალ ალამუდინი ერთწლიან თანაცხოვრებას ზეიმობენ. თუმცა სანამ წყვილის ერთწლიანი ცოლ-ქმრული ამბების შესახებ მოგითხრობთ, გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა მსახიობი და მისი ადვოკატი მეუღლე კალიფორნიაში ერთ-ერთ რესტორანთან დააფიქსირეს. ვარსკვლავები ძალიან ბედნიერები ჩანდნენ. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 54 წლის მსახიობის მეუღლე, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. მის კლუნის გრძელი თეთრი კაბა ეცვა, რომელიც სხვადასხვა ფერის ზოლებით იყო გაწყობილი, სახიდან კი ღიმილი არ შორდებოდა.

ჯორჯმა და ამალმა ერთმანეთი 2013 წელს საქველმოქმედო წვეულებაზე გაიცნეს და მათ შორის გრძნობები მალევე გაჩნდა, ამიტომაც ამავე წლის სექტემბერში წყვილის რომანის შესახებ გახდა ცნობილი. ისინი თითქმის ნახევარი წელი იყვნენ ერთად, რის შემდეგაც გადაწყვიტეს ურთიერთობისთვის ოფიციალური ფორმა მიეცათ და 2014 წლის 28 აპრილს მათი ნიშნობის ცერემონიალი შედგა.

კლუნისა და ალამუდინის ქორწილი 2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს შორის ნამდვილად იკავებს საპატიო ადგილს. მთელი მსოფლიოს მედიის ყურადღება მოუთმენლად ელოდა, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო ის რასაც ვფიქრობდით. ტაბლოიდები წერდნენ, რომ მსახიობისა და ადვოკატის ქორწილი ძალიან ხმაურიანი და მასშტაბური იქნებოდა, მაგრამ წყვილმა გადაწყვიტა ყველაფერს ძალიან მშვიდ გარემოში, უახლოესი მეგობრებისა და ნათესავების გარემოცვაში ჩაევლო.

2014 წლის 27 სეტქმებრს კორჯ კლუნმა და ამალ ალამადინმა საქორწინო ფიცი დადეს, მაგრამ ეს ფაქტი მედია საშუალებების მიღმა მოხდა. ცოლ-ქმარმა ჩათვალეს, რომ ჟურნალისტების ადგილი მათ ქორწილში არ იყო. ამიტომაც მხოლოდ მეორე დღეს გამოჩნდნენ კამერების წინ, როდესაც იახტით გასეირნება გადაწყვიტეს.

სწორედ მეორე დღიდანვე დაიწყეს ყვითელმა გამოცემებმა ჯორჯისა და ამალის შესახებ ათასი ჭორის გავრცელება. არაერთხელ აჩხუბეს და დააშორეს ისინი, თუმცა ფაქტია, რომ ჟურნალისტების აზრს მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომაც, როდესაც ცოლ-ქმარს შორის არსებული კონფლიქების შესახებ ვრცელდებოდა ხოლმე ხმები, კლუნი და ალამუდინი კომენტარსაც კი არ აკეთებდნენ ამ თემაზე…

ჯერჯერობით მსახიობი და მისი მეუღლე ოჯახის გაფართოებაზე არ ფიქრობენ. რამდენჯერმე გავრცელდა ხმები, რომ ამალი ბავშვს ელოდებოდა, თუმცა ჭორები არ დადასტურდა, შესაბამისად კლუნისა და ალამუდინის ქორწილიდან ერთი წლის შემდეგაც კი ისინი ისევ მარტო ამჯობინებენ ცხოვრებას და ბავშვებისთვის დრო ისევ არ აქვთ…