ჯონი დეპი: “მე მოვკალი ჩემი ძაღლები და შევჭამე“

0
76

ალბათ, ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ ჯონი დეპის ყველა ხუმრობა დაიჯეროს, თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც აღშფოთებულები არიან მსახიობის განცხადებით, რომელიც კარიბის ზღვის მთავარმა მეკობრემ კონფერენციის დროს გააკეთა. მსახიობის ორი იორკშირული ტერიერი, ბუ და პისტოლი ბოლო პერიოდში ჯონიზე ბევრად პოპულარულები გახდნენ – მათ გამო ხომ ემბერ ჰარდისა და დეპის წყვილი რამდენიმე თვის წინ კინაღამ ავსტრალიურ საპატიმროში მოხვდნენ…

ცოლ-ქმარმა კარანტინის კანონი დაარღვია და სპეციალური ნებართვის გარეშე ოთხფეხა მეგობრები ქვეყანაში შეიყვანა. წყვილმა ოფიციალური მოთხოვნის მიღებისთანავე ძაღლები სამშობლოში დააბრუნა, თუმცა, მათ წინააღმდეგ საქმე მაინც აღძრულია და ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზების გამო ემბერს და არა ჯონის ათწლიანი სასჯელი ემუქრება.

მოკლედ, ეს ძველი ამბავი ჯონის პრესკონფერენციაზე გაუხსენეს და ძაღლების ამბავი იკითხეს – მით უმეტეს, რომ ინციდენტის შემდეგ დეპი თავის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად აღარ გამოჩენილა – “ჩემი ძაღლები? მოვკალი და შევჭამე ერთ-ერთი ავსტრალიელი ღიპიანი მაღალჩინოსნის რჩევისამებრ“ – ირონიით განაცხადა მსახიობმა. თუმცა, მისი სიტყვები, როგორც ჩანს, ბევრმა სერიოზულად მიიღო და ჯონის ცინიზმს საერთოდაც ვერ ჩასწვდა არადა, ჯონის მსგავსი ტიპის ხუმრობები, მით უმეტეს, ჟურნალსიტებთან, ძალიან უყვარს – მაგალითად ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სასტუმროს ოთახში უზარმაზარი მონსტრი, ჩუპაკაბრა აღმოაჩინა და ამ მიზეზით მედიის წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრის გადადება მოუწია. “23-ე სართულიდან გადავაგდე ეს მონსტრი და აღარ შეგვაწუხებს“ – სერიოზული სახით დაასრულა გამოსვლა ჰოლივუდელმა ვარსკვლავმა. ამ სიტყვების შემდეგ დარბაზში წუთით სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი დიდი ხარხარი ატყდა. თუმცა, ბოლო შემთხვევაში სამწუხაროდ, ხუმრობა ძაღლებზე ბევრმა სერიოზულად მიიღო და ჯონის საკუთარი ცუგების შეჭმა რამდენიმე გამოცემამ მართლა დააბრალა.

[jwplayer mediaid=”2451″]