ჯონი დეპი დაბერდა და გასუქდა

0
98

ჯონი დეპი დაბერდა და გასუქდა – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური, ნიჭიერი და სასურველი მამაკაცი ფანებს გულს უხეთქავს – თუმცა, სანამ თქვენც ცხვირს ჩამოუშვებდეთ, გეტყვით, რომ ეს ყველაფერი პლასტიკის დამსახურებაა – არა პლასტიკური ქირურგიის, არამედ პლასიტიკური გრიმისა და რაც მთავარია, ლურჯი ლინზების – მსახიბი ამჟამად გადაღებებშია ჩართული, ის პროექტში, “შავი მესა“ ცნობილ განგსტერს, FBI-ს ინფორმატორსა და არაერთ შავ-ბნელ საქმეში გარეულ უაიტი ბალჯერს ასახიერებს.

ჯონი დეპის სურათები ახალი იმიჯით რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა, თუმცა, ახალმა ფოტოებმა ბევრად დიდი შოკი გამოიწვია. ისიც აშკარად შესამჩნევია, რომ ჯონის წონაში საგრძნობლად აქვს მომატებული

სუპერსტარი ამჯამად დროის ძირითად ნაწილს გადასაღებ მოედანზე ატარებს. როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, სწორედ ესაა მიზეზი, რომ მსახიობსა და მის მეუღლეს, ემბერ ჰარდს ურთიერთობა დაეძაბათ – ისინი ერთმანეთს ძლაიან იშვიათად ნახულობენ და როდესაც მათი შეხვედრის დრო დგება, საუბარი ჩხუბისა და კინკლაობის გარეშე არ სრულდება. არადა, ცოტა ხნის წინ დაქორწინებული წყვილი თავადაპირველად ინტერვიუებში აქტიურად განიხილავდა შვილების შეძენის პერსპექტივას, გარდა ამისა, ემბერმა ჯონის უფროს შვილებსაც კარგად გაუგო, მოკლედ, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, თუმცა, წყვილი ამჟამად ოჯახურ სკანდალებზე მონადირე ჯურნალსიტების ყურადღების ცენტრშია მოქცეული, რაც მთავარია, ემბერი, რომელიც ბისექსუალურ მიდრეკილებებს არასოდეს მალავდა, დროის უმეტეს ნაწილს ქალბატონებს უთმობს, ასე რომ, შეიძლება ახალშექმნილი ოჯახი სულ მალე განქორწინების ორომტრიალში გახვეული აღმოჩნდეს.