კრისტი ტეიგენის ქართველი დიზაინერების სამოსით გამოჩენა უკვე აღარავის უკვირს. ელენ დეჯენერესთან სტუმრობისას, ჯონ ლეჯენდის მეუღლემ ამჯერად, ქეთი ჩხიკვაძის კრემისფერი მინი კაბა მოირგო.
ლუქი, რომლითაც 33 წლის ლამაზმანი შოუში მივიდა, ქეთის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა, რომლის ჩვენება თბილისის მოდის კვირეულზე შედგა.