Johnny Depp-მა სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს სიურპრიზი გაუკეთა

0
38

Johnny Depp-ი ავსტრალიაში, სილენტოს ბავშვთა საავადმყოფოს თავისი ცნობილი პერსონაჟის – კაპიტანი ჯეკ ბეღურას ფორმაში მოულოდნელად ესტუმრა და პატარა ავადმყოფები მოინახულა. ქალაქ ბრისბეინში სპეციალური საავადმყოფო ფუნქციონირებს, სადაც სიმსივნის ბოლო სტადიებში მყოფ პატარებს ათავსებენ. Depp-ი რამდენიმე დღის წინ ჰოსპიტალს სრულიად მოულოდნელად ეწვია. კამერებმა დააფიქსირეს, როგორ უკეთებს Johnny სიურპრიზს სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს. მსახიობი პატარებთან ერთად სელფებს იღებს და პაციენტებს ეხუმრება.

როგორც ირკვევა, Johnny Depp-ი ავსტრალიაში ერთ-ერთი ახალი ფილმის გადაღებებზე იმყოფება. მსახიობს სავადმყოფოს წარმომადგენლობამ თხოვნით მიმართა და ჰოლივუდელი ვარსკვლავიც თხოვნას დასთანხმდა. ამბობენ, რომ სიმსივნის უებარი წამალი სიცილია, ჰოდა Depp-მაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საავადმყოფოს პაციენტებს ერთი სიცილიანი საათი გაეტარებინათ.

“ის ოთახიდნ ოთახში დადიოდა, რომ ყველა ბავშვი გაეცნო. ჩვენთან საათზე მეტი დაჰყო, ბავშვებს პირადად ელაპარაკა, მათი ამბები გაიგო და ძალიან ბევრი იხუმრა“ – ამბობს საავადყოფოს ერთ-ერთი ექიმი. შეგახსენებთ, რომ Johnny Depp-ი ამ ეტაპზე “კარიბის ზღვის მეკობრეების” ახალ ნაწილზე, “Dead Men Tell No Tales”, მუშაობს, რომელიც ფართო ეკრანებზე 2017 წელს გამოვა. სწორედ ამ უკანასკნელის გადაღებბეზე ჩავიდა Depp-ი ავსტრალიაში. მსახიობის მონაწილეობით კი უახლოესი 2 წლის განმავლობაში ეკრანებზე 5 სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი გამოვა. მათ შორის პირველი Mathew Cullen-ის “London Fields” გახლავთ, რომლის პრემიერაც შტატებში ამაწლის სექტემბერში იგეგმება.