Johnny Depp-ის 16 წლის ქალიშვილი თავს ბისექსუალად თვლის

0
30

მანამ, სანამ Johnny Depp-ი მორიგი პლასტიკური ოპერაციის გაკეთებაზე, მორიგი ძაღლის ყიდვაზე და ახალშექნილ ოჯახზე ფიქრობს, მისმა ქალიშვილმა თინეიჯერულ ასაკში ერთობ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და მედიასაც გაუზირა – Lily-Rose Depp-ის განცხადებით, ის თავს LGBT თემის ნაწილად მიიჩნევს და ამის დასტურად გოგონა ერთობ ეპატაჟურ პროექტში, “Self Evident Truths”-ში ჩაერთო.

ფოტოპროექტი იმ ადამიანებს აერთიანებს, რომლებიც თავს არატრადიციული ორიენტაციის მიმდევრებად თვლიან, სხვათა შორის, მათ რიცხვშია, ასევე მოდელი Stella Maxwell-ი, რომლელთან რომანსაც თავის დროზე Miley Cyrus-ს მაიწერდნენ, ახლა კი 16 წლის ლამაზმანსა და ორი სუპერვარსკლავის ქალჲშვილს – Lily-Rose-ს.

Johnny Depp-ისა და Vanessa Paradis-ის უფროსი გოგონა უკვე კარგა ხანია სამოდელო კარიერაზე ოცნებობს და გასული წლიდან მოყოლებული მშობლების გარემოცვაში, თუ მათ გარეშე წითელ ხალიჩაზეც ხშირად დანარნარებს. მისი გარეგნობა თვალშისაცემია და ბევრად შთამბეჭდავი გახლავთ მისი მშობლების სანაცნობო წრე – ასე რომ, შოუბიზნესურ რიარიაში Lily-Rose-ს დიდი თავის დამკვიდრება და ამისთვის ბრძოლა ნამდვილად არ დასჭირვებია – გოგონას ფოტოებს საუკეთესო ფოტოხელოვანები უღებენ, მას შესანიშნავი სამეგობრო წრე ჰყავს და მოკლედ მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე ნელი და თავდაჯერებული ნაბიჯებით მიიწევს.

ამის პარალელურად კი არ ავიწყდება პოპულარობისთვის ასე მნიშვნელოვანი სანელებელი – ცოტა სკანდალი – 16 წლის ასაში ბისექსუალობაზე ალაპარაკებულმა Lily-Rose-მა ის გამოიწვია, რომ ყვითელი მედიის წარმომადგენლებმა მისი სოციალური ქსელები კიდევ ერთხელ გადაქექეს, შემდეგ უკვე ახლაგაზრდა ლამაზმანის დაქალს, Stella Maxwell-ს მისდგნენ და მათი ერთობლივი მრავალი ფოტოც აღმოაჩინეს – ერთი შეხედვით უახლოესი მეგობრები დიდი შანსია რომანტიკულ ურთიერთობაშიც გამოიჭირონ. ამასობაში კი “Self Evident Truths”-ის ავტორი, ფიტოგრაფი და აქტივისტი iO Tillett Wright-ი აცხადებს, რომ Lily-Rose-ის არ იყოს, პროექტში მონაწილეობის მისაღებად ყველას ეპატიჟება, არამხოლოდ ჰომოსექსუალებს, არამედ იმ ჰეტეროსექსუალებსაც ვისთვისაც ადამიანის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია.