ჯიმ ქერის სახელი ბოლო პერიოდში შოუბიზნესური ჭორების ნაცვლად კრიმინალურ ქრონიკაში ხვდება. ”ნიღაბის“ ვარსკლავის ყოფილმა მეგობარმა გოგონამ, კატრიონა უაითმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ჯერჯერობით გაურკვეველია, რამ მიიყვანა ახალგაზრდა ქალი ამ ნაბიჯამდე, შესაბამისად მასმედიას მრავალი ვერსია აქვს და არც ერთი ფურცლებზე გადმოტანას არ ერიდება.
თუკი ერთნი ამტკიცებენ, რომ გოგონა საიენტოლოგიით გატაცებამ შეიწირა და ეგრეთწოდებული განწმენდითი პროცედურების შემდეგ ნებისყოფის მოკრება და ემოციების მართვა ვეღარ შეძლო, მეორენი გვარწმუნებენ, რომ ყველაფერი ჯიმის დამსახურებაა – თითქოს მსახიობთან განშორებამ ვიზაჟისტი სუიციდამდე მიიყვანა.ზუსტ მიზეზებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, იმაში დარწმუნებული იყავით, რომ ეს ჩვენზე მეტად თავად ჯიმსა და გოგონას ახლობლებს აინტერსებთ.
სწორედ კატრიონას უახლოესი ადამიანები, მისი დედა და და ლოს ანჯელესს ტრაგიკული ამბის გაგებიდან მეორე დღესვე ესტუმრნენ, როგორც მედიაში გახდა ცნობილი, დედა-შვილს აეროპორტში თავად ჰოლივუდელი სუპერსტარი დახვდა, მან თავად დააბინავა ქალბატრონები სასტუმროში და მეორე დღესვე სახლშიც მიიპატიჟა, როგორც ამბობენ, ჯიმი და კატრიონას ოჯახის წევრები გოგონას ირლანდიაში, სამშობლოში გადასვენების საკითხს განიხილავდნენ, შედარებოით უფრო ჭორიკნები კი ამტკიცებდნენ, რომ ჯიმი შეეცადა დაერწმუნები, რომ გარდაცვლილი ექს გერლფრენდის დედასა და დას ჟურნალისტებთან ხმა არ ამოეღოთ, ამისთვის კი თავისი ფინანსებიც არ დაინანა.
ტაბლოიდები წერდნენ, რომ კატრიონას დეპრესია, შესაძლოა ჯიმთან დაშორებამ გამოიწვია, სხვათა შორის, წლების წინ კომიკოსს მსახიობ ჯენი მაკკარტისთან დაშორების შემდეგ ქალისთვის 25 მილიონის გადარიცხვას აბრალებდნენ, ოღონდ ურთიერთობის შესახებ ხმა არ ამოეღო, ასე რომ, ჭორებმა ვარსკვლავს ახალი ძალებით შეუტიეს. სამწუხაროდ, ის არავის ახსოვს, რომ იმ პერიოდში ჯენიმ მედიის გავრცელებულ ხმებს სისულელე უწოდა.