ჯიმ ქერი ექს-გერლფრენდის თვითმკვლელობის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარსდგება

0
2370

ჰოლივუდელმა მსახიობმა ჯიმ ქერიმ, მეგობარი გოგონას კატრიონა უაითის მოულოდნელი გარდაცვალება, საკმაოდ მძიმედ გადაიტანა. გასული წლის სექტემბერში გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ეს ყველაფერი კი წყვილის დაშორებიდან სამ დღეში მოხდა. ცნობილ კომიკოსს მძიმე ტრავმა ჯერ კიდევ ბოლომდე არ მოუშუშებია, რომ მოულოდნელად, კატრიონას მეუღლე, მარკ ბენტონი მას გოგონას სიკვდილში ადანაშაულებს. ჯიმ ქერი ვალდებული არ იყო სასამართლოს წინაშე თავად წარმდგარიყო, რადგან როგორც თავად აცხადებს მსგავს უსუსურ ბრალდებას მისი ადვოკატიც იოლად გაუმკლავდებოდა, თუმცა მსახიობმა საკმაოდ ამაღელვებელი განცხადება გააკეთა:

“რა სირცხვილია! მე შემეძლო საქმის განხილვაზე ჩემი ადვოკატი გამეგზავნა, რომელიც მსგავს სულელურ ბრალდებას მარტივად მიხედავდა. თუმცა ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც უნდა წამოდგე და საკუთარი ღირსება დაიცვა. მე არ ვაპირებ მოვითმინო ის ფაქტი, რომ ზოგიერთებს ჩემი და კატრინის უგულოდ გამოყენება სურთ. კეტის პრობლემები ჩვენს შეხვედრამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და მისი ტრაგიკული აღსასრული სამწუხაროდ უკვე უკონტროლო იყო. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ადამიანები შეეშვებიან მისი სახელით ფულის გამომუშავებას და მას მშვიდად განსვენების საშუალებას მისცემენ“

შეგახსენებთ, სასამართლოს მედ-ექსპერტიზის თანახმად, კატრიონას გარდაცვალების მიზეზი, ნარკოტიკული ნივთიერებების ჭარბი დოზით მიღება გახდა. გოგონას ორგანიზმში, ოთხი სახეობის ძლიერმოქმედი პრეპარატის კვალი აღმოაჩინეს.

სასამართლოში შეტანილი მასალის თანახმად, კატრიონას მეუღლე, მარკ ბენტონი ამტკიცებს, რომ ზემოხსენებული პრეპარატები ჯიმ ქერის ეკუთვნოდა, რომლებსაც ის გამოგონილი პიროვნების, არტურ კინგის სახელზე გაცემული რეცეპტით იღებდა. ბენტონი ასევე აცხადებს, რომ ქერიმ იცოდა კატრიონას დეპრესიული ხასიათის შესახებ და აღნიშნული მედიკამენტები შეგნებულად დაუტოვა სახლში.

ბენტონის ბრალდებას უკვე უპასუხა ჯიმ ქერის ადვოკატმაც, რომელმაც განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, თავისი მეგობარი გოგოსთვის ნარკოტიკული ან სხვა ძლიერმოქმედი პრეპარატები არასდროს მიუცია. უფლებადამცველმა იქვე დასძინა, რომ ქერი თავის სახელს სასამართლოზე ბოლომდე დაიცავს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here