„ჯი-დი-ეს“-ზე შუადღის გადაცემის შემდეგ იუმორისტული პროგრამის „ბინა 18“-ის დახურვის ჯერი დადგა. გადაცემის პროდიუსერმა, ლაშა ბასლანძემ „ბინა 18“-ის ბოლო ანონსი გააზიარა და დააწერა: „უკანასკნელი ბიბინი… ეს იყო გადასარევი. მადლობელი და იჰაა“.
თავად „გადაცემის „ფეისბუქ“-გვერდზე შემდეგი ტექსტი გამოქვეყნდა: „4 მარტს, შაბათს, 22:00 -ზე ბოლოჯერ აბიბინდება ბინა 18 ! 🙂
გადაცემის თემა: თავისუფლება
ბინის პირველი სტუმრები: ბექა ოდიშარია და მაკუნა გამცემლიძე;
ბინის მეორე სტუმარი: ნოდიკო ტატიშვილი;
ისევ შევხვდებით“.
იუმორისტული გადაცემა ეთერში რამდენიმე წლის განმავლობაში გადიოდა. მისი წამყვანები არიან ლევან გოგორელიანი და თემო მჟავია, ასევე ნინი გოგიჩაიშვილი. უცნობია, სად გააგრძელებენ მუშაობას ტელესახეები.
https://www.facebook.com/bina18official/videos/1894937520787897/?__mref=message_bubble