პორტუგალიელმა მომღერალმა სალვადორ სობრალმა სიმღერით „Amar pelos dois“ საკუთარ ქვეყანას ევროვიზია 2017 წლის კონკურსზე გამარჯვება მოუტანა, შესაბამისად, ევროვიზია 2018 პორტუგალიაში ლისაბონის პავილიაუ ატლატიუკის არენაზე გაიმართება. კონკურსი ორი ნახევარფინალისა და ფინალისგან შედგება. საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი ირიაო კი ევროპის წინაშე 10 მაისს მეორე ნახევარფინალის მეორე ნაწილში წარსდგება. როგორია მოლოდინები და როგორ ემზადებიან ევროვიზიისთვის ჯგუფის წევრები, ამ ყველაფერზე ისინი ჩვენს კამერებთან ჰყვებიან.