ჯგუფი „ფრანი“-სა და სანდრო ნიკოლაძის კოლაბორაცია ფესტივალ „არტგენის“ სცენაზე შედგა

0
1657

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალის არტგენის ფარგლებში, სხვა შემსრულებლების შემდეგ, ყველასათვის საყვარელი ჯგუფი „ფრანიც“ წარსდგა მაყურებლის წინაშე, რომელიც საკუთარ მსმენელს მუდამ სიახლეებით ანებივრებს. ამჯერად კი ფესტივალის სცენაზე, ჯგუფი „ფრანისა“ და მუსიკოსის სანდრო ნიკოლაძის საინტერესო კოლაბორაცია შედგა. გარდა „ფრანისა“, მუსიკოსს არტგენის სცენაზე, ფესტივალის დაარსების დღიდან, სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად არაერთხელ დაუკრავს, საკმაოდ საინტერესო დუეტების ხილვის შემდეგ კი ფრანმაც გადაწყვიტა, მათი მუსიკა უფრო ახლებურად და განსხვავებულად აჟღერებულიყო და სწორედ აქედან დაიწყო მათი თანამშრომლობა. ბოლოს კი გეტყვით, რომ ფესტივალი არტგენისთვის წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან მისი არსებობა უკვე 15 წელს ითვლის, ფესტივალის მიზანი კი ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და მათი საზოგადოებისათვის გაცნობაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here