ჯგუფ „სახის“ „ვარსკვლავის“ გახსნა და კონცერტი 14 მაისს იგეგმება – ვინ იქნება სპეციალური სტუმარი?

0
2371

ჯგუფ „სახეს“ წელს დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. დათო ხუჯაძის, დათო ფორჩხიძისა და გოგა ხაჩიძის ტრიომ ქართულ თანამედროვე მუსიკაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. პროდიუსერ შალვა რამიშვილთან ერთად შექმნილი ალბომი „შენ რა სექსი“ ხარ ნამდვილ აღმოჩენად იქცა იმ პერიოდის ქართულ მუსიკაში.

გავიდა წლები და მათი სიმღერები ახალი თაობისთვისაც აქტუალური და საყვარელია.

ჯგუფის „ვარსკვლავი“ 14 მაისს გაიხსნება, ამ თარიღისა და „ვარსკვლავის“ გახსნის აღსანიშნად, გაიმართება კონცერტი, რომელშიც ჯგუფის წევრები, დათო ხუჯაძე და დათო ფორჩხიძე და სხვადასხვა მომღერალი მიიღებს, რომლებსაც „სახის“ სხვადასხვა სიმღერა შეუსრულებიათ.

სიურპრიზი ელოდება ქართველ მსმენელს – „სახის“ 20 წლის იუბილეს აღსანიშნად თბილისში ჩამოვა და კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ჯგუფი „Poetry’N’Motion“, რომელიც „სახესთან“ ერთად ასრულებდა სიმღერას „წვიმად გადავიქეცი“.

„ფორტუნა“ ულოცავს ჯგუფის წევრებს 20 წლის იუბილეს და კიდევ ბევრი კარგი სიმღერის შექმნას უსურვებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here