ჯგუფ “ნიუტონის“ სოლისტმა სიმსივნე დაამარცხა

0
1938

რამდენი თვის წინ, „ნიუტონის“ სოლისტის, თამუნა ბაბილუას ჯანმრთელობის მდგომარეობამ, ყველა შეძრა. მას მეოთხე სტადიის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მძიმე დიაგნოზის მიუხედავად თამუნას საკუთარი შემოქმედებითი გეგმები არ შეუცვლია და სწორედ მაშინ დაამყარა გინესის რეკორდი. როგორია თამუნა ბაბილუას ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა, ამის შესახებ მუსიკოსი „თბილისელებს“ ესაუბრა.

– ახლა კონტროლზე ვარ. დაახლოებით 6 თვე უნდა ვიყო კონტროლზე და ამ პერიოდის განმავლობაში თუ არაფერი შეინიშნება, მერე აღარ იქნება სიმსივნის საშიშროება. საქართველოში მითხრეს რომ მქონდა, მეოთხე სტადიის სიმსივნე, ადამიანის ნორმა რომ არის 35 მეტასტაზა, მე აღმომაჩნდა 3000. ექიმებმა თქვეს, რომ 6 თვე მქონდა დარჩენილი და აზრიც არ ჰქონდა ქიმიის გაკეთებას. მერე ჩემმა მეგობრებმა 2 დღეში შეაგროვეს 11 000 ლარი და წავედი თურქეთში. საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა, მეოთხე კი არა, პირველი სტადიის სიმსივნე მქონია. თურქეთში მითხრეს, რომ გამოვფხიზლებულიყავი, რადგან შოკში ვიყავი. საქართველოში გავიკეთე ოპერაცია, მერე დაახლოებით 8 ქიმიის კურსი. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და დღეს ონკომარკერების რიცხვი განულებულია“ -აცხადებს მომღერალი „თბილისელებთან“ საუბარში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here