ჯერემი კლარკსონი და რიჩარდ ჰამონდი ნაზუქის გასასინჯად სურამის გზაზე გაჩერდნენ (ფოტო+ვიდეო

0
1375

Top-Gear-ის წამყვანები ჯერემი კლარკსონი და რიჩარდ ჰამონდი საქართველოში ა-კლასის მანქანებით მოგზაურობენ. ბათუმის შემდეგ საქართველოს სხვა კუთხეების ნახვაც გადაწყვიტეს და სურამში ნაზუქის გასასინჯად გაჩერდნენ. აღსანიშნავია, რომ „ბი-ბი-სი“-ს სუპერრეიტინგული გადაცემა მთლიანად საქართველოში იწერება. ფოტო, რომელიც სურამის გზაზეა გადაღებული, სადაც ჯერემი და რიჩარდი ნაზუქს სინჯავენ, გვერდმა „ავტომანიაკი“ გაავრცელა.

„პირველმა არხმა“ კი განათავსა კადრები, სადაც ჩანს, როგორ დაიმაგრა სტალინის ბიუსტი მანქანაზე ჯერემი კლარკსონმა საქართველოში ვოიაჟისას.

(ფოტო/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here