Jennifer Lopez-ი და Casper Smart-ი ისევ ერთად არიან?!

0
17

“ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებსო“ უთქვამთ და ეს გამონათქვამი მარტივად შეიძლება Jennifer Lopez-ს მოვარგოთ. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი სულ იმას აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მარტოა, მისი ყოველი გამოჩენისას ზუსტად ვიცით, რომ არტისტის ყოფილი საყვარელი – Casper Smart-იც სადღაც ახლო მახლოსაა. ლათინოსი შემსრულებელი სულ იმას გაიძახის, რომ ბოლოდროინდელი ურთიერთობები მისთვის გართობაა და მეტი არაფერი, მაგრამ თუ ახალი ფოტოებით ვიმსჯელებთ, J. Lo-ს და Casper Smart-ის ურთიერთობა ისევ მოგვარების პირასაა და მეტიც, შესაძლოა მომღერალმა სერიოზული ნაბიჯიც გადადგას.

ბოლო რამდენიმე დღეა დასავლური მედია სექსუალური ლამაზმანის ყოველდღიურ აქტივობებს აქტიურად აკვირდება. აღმოჩნდა, რომ Lopez-ი Casper Smart-თან ერთად დიდ დროს ატარებს. წყვილმა გასულ უიქენდზე ერთად დაახლოებით 4 საათი დაჰყო. მათ ჯერ ერთ-ერთ კაფეტერიაში მიირთვეს ლანჩი, შემდეგ იშოპინგეს და ბოლოს ფეხითაც გაისეირნეს სანაპიროზე. ვერავინ იტყვის, რომ მსგავსი ურთიერთობა ან მეგობრობას ნიშნავს, ან ექსის მონატრებას.

ისინი ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდნენ და ხელსაც ჰკიდებდნენ ერთმანეთს. Lopez-ი სულ იცინოდა. Casper-იც რაღაც ხუმრობებს ამბობდა“ – ამბობს წყარო, რომელმაც მედიასთან ისიც განაცხადა, რომ წყვილი ბოლო დროს ერთმანეთს ხშირად ხვდება. Jennifer-მა Smart-ს ბავშვებიც კი ანახა და სახლშიც დაპატიჟა. მოკლედ, 45 ლამაზმანი ისევ მყარი ურთიერთობების ძიებაშია და ფაქტია, რომ ახლის დაწყებას არ აპირებს. კარგად მივიწყებულ ძველს გამოცდის და ალბათ მალე სერიოზულ ნაბიჯსაც გადადგამს.