20.8 C
Tbilisi
Friday, March 24, 2023

ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი ისევ ერთად არიან

ჯენიფერ გარნერისა და ბენ აფლეკის დაშორების შესახებ გამოცემები რამდენიმე კვირის განმავლობაში საუბრობდნენ და იმის გარკვევას ცდილობნენ თუ რა გახდა წყვილს შორის უთანხმოების მიზეზი, მაგრამ მსახიობებმა ყველა საგონებელში ჩააგდეს, როდესაც რამდენიმე დღის წინ ერთად გამოჩდნენ ქუჩაში, თუმცა ეს ყველაფერი არ გახლავთ.

სულ ახლახან ბენი და ჯენიფერი პაპარაცებმა კალიფორნიაში დააფიქსირეს. ვარსკვლავური წყვილი ძალიან ბედნიერი ჩანდა და არათუ დაშორებას, არამედ უთანხმოებასაც ვერ შეატყობდით. ისინი ფერმერების ბაზრობას ეწვივნენ და უკან დატვირთულები დაბრუნდნენ.

როგორც გამოცემები წერენ მოგვიანებით გარნერი და აფლეკი ბავშვებთან ერთად ეკლესიაშიც წავიდნენ, რაც ნამდვილად იმაზე მიუთიტებს, რომ ვარსკვლავები ისევ ერთად არიან და ის ყველაფერი რაც აქამდე ტაბლოიდების მიერ დაიწერა მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტების მიერ არის გაზვიადებული…

Latest Posts

ბოლო სიახლეები