ჯენეტ ჯექსონმა ახალი ალბომის გარეკანი წარმოადგინა

0
38

ჯენეტ ჯექსონი ახალი ალბომის რელიზისთვის ემზადება. მომღერლის მორიგი სტუდიური ნამუშევარი, რომლის სახელწოდებაც “Unbreakable” გახლავთ, გაყიდვაში 2 ოქტომბერს ჩაეშვება, მანამდე კი შემსრულებელმა თაყვანისმცემლებს ახალი კრებულის გარეკანი წარუდგინა.

როგორც იცით ჯექსონს 2008 წლიდან პაუზა ჰქონდა აღებული, თუმცა მიმდინარე წლის მაისში მუსიკალურ ინდუსტრიაში დაბრუნების და ახალი, მეთერთმეტე სტუდიური ალბომის რელიზის შესახებ განაცხადა. მომღერლის გადაწყვეტილებას როგორც საზოგადოების, ასევე კრიტიკოსების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მათი დიდი ნაწილი ჯენეტის დიდ სცენაზე დაბრუნებას დღემდე სკეპტიკურად აფასებს. რამდენად გაამართლებს მომღერლის ზემოთხსენებული ნაბიჯი ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს – მას შემდეგ რაც ალბომი დღის სინათლეზე გამოვა და გაყიდვაში ჩაეშვება.