13.8 C
Tbilisi
Thursday, November 10, 2022

ჯემალ ღაღანიძე: „ჩემი შვილიშვილისა და თამუნა მუსერიძის ურთიერთობას ოჯახს ვერ ვუწოდებ…“

ჟურნალ „თბილისელებთან“ ჯემალ ღაღანიძე შვილიშვილის, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძისა და თამუნა მუსერიძის ურთიერთობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ურთიერთობის დასრულებას ოჯახის დანგრევად არ მიიჩნევს.

მსახიობი აცხადებს:

თამუნა ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ ის და სანდრო ოფიციალური ცოლ-ქმარი არ ყოფილან. ასე რომ გახსილდნენ-მეთქი, ვერ ვიტყვი. ყოველ შემთხვევაში, ოჯახი არ დანგრეულა. მისვლა-მოსვლა – კი ბატონო. თამუნაც ხშირად დადიოდა ჩვენთან სახლში და სანდრო – მასთან. თამუნას დედა რომ გარდაიცვალა, მეც მივედი და მივუსამძიმრე. ოფიციალური ურთიერთობა არ ჰქონიათ, მაგრამ ძალიან კარგად იყვნენ ერთად. თუმცა, სანდრომ, მგონი, აქაც იჩქარა. მაგრამ მე სანდროსთვის რამის დაშლის უფლება არ მაქვს. როცა ეს ამბავი მოხდა, ის უკვე დიდი იყო. ურთიერთობას გარედან რომ უყურებ, არ იცი, სინამდვილეში რა ხდება, თუმცა მათ ურთიერთობას მე ოჯახს მაინც ვერ ვუწოდებ…“

Latest Posts

ბოლო სიახლეები