ჯეიმს პარკერს მერაია ქერის შურს

0
46

ის ის იყო გვეგონა, რომ მერაია ქერის პირადმა ცხოვრებამ ისევ დალაგება დაიწყო და გზად ახალი სკანდალი დაგვხვდა. სულ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ მომღერალი, რომელიც ექს მეუღლეს – ნიკ ქენონს საბოლოოდ დაშორდა, უკვე ცნობილ ავსტრალიელ მილიონერ ბიზნესმენს – ჯეიმს პარკერს ხვდება. წყვილის ურთიერთობა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, თუმცა შეყვარებულები საზოგადოებაში ერთად აქამდე არ გამოჩენილან. აი პირველი გამოჩენა კი არც ისე წარმატებული აღმოჩნდა.

მერაია და პარკერი ერთად ნიუ იორკში, ნენსი მაიერსის ახალი ფილმის -“სტაჟორის“ პრემიერას ეწვივნენ და ფოტოგრაფების წინაშე წითელ ხალიჩაზე იპოზიორეს. ფაქტია, რომ ავსტრალიელი მილიონერი მეორე ფლანგზე ყოფნას ვერ იტანს. ეს მაშინ გამოაშკარავდა, როდესაც მათი გამოჩენიდან ათიოდე წუთში, ჟურნალისტების მთელი ყურადღება მერაიამ მიიპყრო, მის მიმართ კი კამერა აღარავინ გაიშვირა.

რამდენიმე წუთში პარკერმა მერაიას ხელი ნერვულად მოკიდა და ქალი ხალიჩიდან მოშორებით ჩხუბით წაიყვანა. როდესაც ისინი თვალს მოეფარნენ, ბიზნესმენმა მერაიას პრესაგენტი ცუდი ორგანიზებისთვის დატუქსა. ბიზნესმენის თქმით, აგენტს ვარსკვლავისთვის ზედმეტი შეკითხვები თავიდან უნდა აერიდებინა.

შესაძლოა ამ ერთი შემთხვევის შემდეგაც კი, მერაიას ბიზნესმენთან ერთად დაგეგმილ ოჯახურ გეგმებთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდეს. როგორც ჩანს, ჯეიმსი მეუღლის მკაცრად გაკონტროლებას აპირებს. როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, წყვილი შეუღლებას აპირებს. იმასაც ამბობენ, რომ მილიონერმა საყვარელ ქალს ხელი უკვე სთხოვა და ელოდება, რომ მერაიამ ექს მეუღლესთან – ნიკ ქენონთან განქორწინება გააფორმოს.