ბრიტანელი შემსრულებელი, ჯეიმს ბლანტი საქართველოში 26 მაისს კონცერტს გამართავს. ის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წარდგება Black Pearl Live-ის მოწვევით და შეასრულებს ცნობილ ჰიტებს საკუთარი შემოქმედებიდან, ასევე სიმღერებს ახალი ალბომიდან Afterlove.
ჯეიმს ბლანტმა ქართველ მაყურებელს მიმართვა გამოუგზავნა, სადაც ამბობს:
„გამარჯობა, მე ჯეიმს ბლანტი ვარ. Black Pearl Live-ის მოწვევით, მე დავუკრავ თბილისში 26 მაისს. მოდით, ეს შესანიშნავი საღამო იქნება… და არ დაგავიწყდეთ ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე“.