ჯეი ზიმ ბიონსეს რიანასთან უღალატა

0
49

ისეთ იდეალურ ოჯახებშიც ბევრი პრობლემაა, როგორიც მაგალითად ჯეზისა და ბიონსეს აქვთ – წყვილი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ლამაზ სელებრითულ კავშირად ითვლება, მაგრამ რად გინდა, ყვითელი მედია, თუ ათასი ჯურის ადამიანები ცდილობენ, მათ ურთიერთობაში პრობლემები იპოვონ. მათ რიცხვშია ჯეი რენდი ტარაბორელი, რომელიც აგერ უკვე კარგა ხანია ბიონსეს ბიოგრაფიას წერს, მართალია, მომღერალს მის გადაწყვეტილებაში არანაირი წვლილი არ შეუტანია და მის ნამუშევარსაც თავისუფლად შეგვიძლია გადაუმოწმებელი ვუწოდთ, ჯეი რენდი ჩანაფიქრზე ხელის აღებას არ აპირებს და სკანდალურ განცხადებასაც ავრცელებს – მისი თქმით ჯეი ზი ბიონსეს რიანასთან ღალატობდა.

ეს ამბავი დაახლოებით ათი წლის წინ მოხდა, მაშინ, როცა რირიმ პირველი სინგლი, “Pon de Replay” გამოუშვა. იმ პერიოდში ჯეი ზი რექორდ კომპანია “Def Jam”-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო და როდესაც დამწყებმა არტისტმა ნამუშევრის დემო ჩაწერა, ეჭვი შეეპარა, მოახერხებდა, თუ არა მომღერალი ტრეკის საერთაშორისო ჰიტად ქცევას – საბოლოო ჯამში, რირიმ სიმღერის შესრულების უფლება მოიპოვა და რეპერთან ნაცნობობაც ასე დაიწყო.

როგორც ბიონსეს თვითმარქვია ბიოგრაფი ამბობს, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მათი რომანიც რამაც ჯეი ზისა და ბიონსეს ერთწლიანი დაშორება გამოიწვია – ქალმა ბოიფრენდს ღალატი ვერ აპატია, თუმცა, საბოლოო ჯამში შერიგება არჩია, 2008 წელს დაქორწინდა და მოგვიანებით შვილი გააჩინა.

რაც შეეხება მისი და რირის ურთიერთობას, იგივე ჯეი რენდის მტკიცებით – ბიონსე თავის კოლეგას დიდად აღარაფერს ერჩის, უბრალოდ, ცოლ-ქმარს შორის დაძაბულობა იმ წამიდან იწყება, რაც მათ გარშემო რირი გაიჭაჭანებს, ავტორისავე მტკიცებით, ბიონსეს დის, სოლანჟის ისტერიკა ლიფტში და სიძისთვის დაშენილი წიხლებიც სხვა არაფერი იყო, თუ არა დაიკოს მხარდაჭერა – წყვილი ბიონსეს დასთან ერთად მეთ გალაზე გამოცხადდა, სადაც რიანაც იმყოფებოდა, როგორც ჩანს, ბიონსესა და მეუღლეს კამათი მოუვიდათ, მათ გარჩევაში კი უკვე სოლანჟიც ჩაერია. ასეა თუ ისე, ეს ინფორმაცია არავის დაუდასტურებია – ბიონსეს კომენტარზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტია, ასე რომ, სანამ ეს ჭორი არ დადასტურდება, იქადე ჯეი რენდის თავისუფლად შეგიძლიათ უბრალოდ ჭორიკანა დაუძახოთ.