ჯასტინ ბიბერმა თმა შეიღება

0
98

“პლატინის ქერა“ როგორც ჩანს კვლავ აქტუალურია და სელებრითებიც ისევიღებავენ ამ ფერით თმას, კიმ კარდაშიანისა და ჯარედ ლეტოს შემდეგ თმის ახალი შეფერილობა ჯასტინ ბიბერმა მოირგო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ “პლატინის ქერა“ მოდიდან გადავიდა, ბიბერის ზემოთხსენებული ნაბიჯის შემდეგ შესაძლოა ის კვლავ ტრენდი გახდეს.

შემსრულებელი ექსპერიმენტებით ყოველთვის გამოირჩეოდა და არც ეს შემთხვევა გახლავთ გამონაკლისი – ცოტა ხნის წინ მან ვარცხნილობა შეიცვალა, ამჯერად კი მისი თმა გაცილებით კაშკაშაა ვიდრე ოდესმე ყოფილა.

ჯერჯერობით ახალი ვარცხნილობის ფოტოები მომღერალს სოციალურ ქსელებში არ გამოუქვეყნებია, თუმცა ამერიკული დღის შოუს ფარგლებში გამართულ კონცერტზე ფანების წინაშე შეცვლილი იმიჯით წარსდგა, რასაც თაყვანისმცემლების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა…