ჯასტინ ბიბერი 35 წუთიან მუსიკალურ ფილმს ქმნის

0
215

ჯასტინ ბიბერის ახალი ვიდეო, “Sorry” სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა, თუმცა, კუმირს მონატრებულ ფანებს კარგს ვერაფერს ვეტყვით, კლიპში, ჯასტინის ჭაჭანებაც კი არ არის – ბიბსის მოცეკვავეთა ჯგუფი რამდენიმე წუთის განმავლობაში იქნევს თეძოებს, ენერგიულ მოძრაობებსაც არ იშურებს, მათ შორის კი ჯასტინის მოძიებას სულ ტყუილად შეეცდებით, სიმღერაზე ბიბერმა სკრილექსთან და ბლად დაიმონდთან ერთად იმუშავა, რაც მთავარია, ორივე მათგანი ბიბერს ალბომის ჩაწერაშიც დაეხმარა.

ახალი სიმღერა, სწორედ ალბომიდან არის ამოღებული, და რაც ყველაზე მთავარია, დისკის თითოეულ სიმღერაზე გადაღებული კლიპი ერთ სიუჟეტს შეადგენს, საერთო ჯამში კი ბიბერის მორიგი სიდი 35 წუთიან მუსიკალურ ფილმს შექმნის, რომელშიც არტისტის მოცეკვავეებთან ერთად დიდი იმედი გვაქვს თავად სუპერსტარიც მიიღებს მონაწილეობას. დისკი სახელად “Purpose” 13 ნოემბერს გამოვა.

[jwplayer mediaid=”5198″]