ჯასპერ ბლექმა ვერკა ჯაჯანიძესთან ერთად „ცეკვებისთვის“ მზადება დაიწყო

0
1791

ჯასპერ ბლექი ქართულმა საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც აღმოჩნდა, რომ ის მეექვსე მემილიონე ტურისტი იყო, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. მას გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა და საქართველოში შესანიშნავი დასვენება მოუწყვეს

შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ჯასპერ ბლექი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იღებს მონაწილეობას. მისი პარტნიორი მოცეკვავე ვერკა ჯაჯანიძეა.

წყვილმა უკვე დაიწყო ერთად ვარჯიში. ამის ამსახველი ფოტო ჯასპერ ბლექმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა. წყვილს წარმატებებს უსურვებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here