20.8 C
Tbilisi
Thursday, September 15, 2022

ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსკალური ფესტივალი 2017 – 3 თებერვალს დაგეგმილი კონცერტი

ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ – კულტურულ ცენტრში, თბილისის სიმფონიური ორკესტრის დამსახურებით, 2015 წლიდან, ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ტარდება. წლევანდელ ღონისძიებაზე კი მსმენელს, საშუალება მიეცა ჯანსუღ და ვახტანგ კახიძის ცნობილი სიმღერები, ცოცხალი შესრულებით მოესმინა. ცნობილი კომპოზიტორის შემოქმედება კი სცენაზე ვახტანგ კახიძემ, ანსამბლმა “რუსთავმა“ და ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა: ეკა მამალაძემ, მაკა ზამბახიძემ, ნეკა სებისკვერაძემ, ნატო კახიძემ, გიორგი სუხიტაშვილმა და გოგა მესხმა გააცოცხლეს. გარდა ჯანსუღ კახიძის გენიალური მუსიკისა, მსმენელმა ვახტანგ კახიძის შეუდარებელი კომპოზიციებიც მოისმინა.

Latest Posts

ბოლო სიახლეები